დაქირავებულთა ჯგუფის "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან დაიწყო ქვედანაყოფების ბახმუტიდან გაყვანა.
"ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. [...] 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, იმათ დავტოვებთ, რომლებმაც მთავარი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში."- ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნდა მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე.
პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება, მაგრამ ამ კვირაში ბახმუტში საომარი მოქმედებების შესახებ ცნობები გაქრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშებიდან.